ჩერგოლეიშვილი არ არის გამონაკლისი ვინც აღიარებს, რომ აჯანყებაც უნდა მოხდეს, რევოლუციაც, ყველაფერი უნდა მოხდეს ოღონდ რადიკალების ეს მცირე ჯგუფი როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ჩერგოლეიშვილი არ არის გამონაკლისი ვინც აღიარებს, რომ აჯანყებაც უნდა მოხდეს, რევოლუციაც უნდა მოხდეს, ყველაფერი უნდა მოხდეს ოღონდ ეს რადიკალების მცირე ჯგუფი როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„მათი პატრონები ასევე აღიარებენ იმას, რომ საქართველოში არ აწყობთ ეროვნული ხელისუფლება. აღიარებითი ჩვენებების კასკადია. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რაც ჩერგოლეიშვილმა თქვა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი აღიარებს, რომ ხშირ შემთხვევაში ექსტრემიზმი ცუდი არ არის.