ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა, მათი მუქარის შინაარსი არ ეფუძნება სამართლიანობას და სიღრმისეულ ანალიზს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა, მათი მუქარის შინაარსი არ ეფუძნება სამართლიანობას და სიღრმისეულ ანალიზს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთ მუქარებში ახალი არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის მისაღები არ არის.

„კაია კალასი ჯერ კიდევ დუმს მისი ქმრის პროექტებზე, რასაც მისი ქმარი იმ პერიოდში ეწეოდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის, მაგრამ ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა. უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. შეჩერება შეუძლიათ, მაგრამ ქვეყნების ის რაოდენობა უნდა დაგროვდეს კრიტიკული პოზიციით. თუმცა იმ ქვეყნებსაც გარკვეული ბერკეტები აქვატ, რომელთაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. რასაც ვხედავთ, ამოცანაა, რომ ეს სასჯელი მთელ საქართველოს დაუწესონ, რადგან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით გადააყენონ. ანუ რევოლუციის ხელშეწყობას აქვს საკმაოდ პოპულარული დამოკიდებულება მთელი ქვეყნების მხრიდან. მექანიზმი, რაც უნდათ, აამუშაონ, არც ადვილი ასამუშავებელია და თუ გადაწყდა, რომ სანქციები დააწესონ, ვინც არ თანხმდება მუხლჩაჩოქილი დავალებების შესრულებას, მათთვის სანქციების დაწესება სრულ კონსენსუსს ითხოვს. ამ საკითხზე ევროკავშირშიც გაყოფილია მოსაზრებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.