ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
1750712039
კატარში, „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე „ირანიდან გაშვებული მოკლე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით“ თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
„ამ დროისთვის, აშშ-ის მოქალაქეებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე დამატებით დეტალებს მოგაწვდით“, - დასძინა მან.
„ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო ობიექტია და ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) შტაბ-ბინას მასპინძლობს.
ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
1750712039