„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია. კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს ელჩი ავსტრიაში და ავსტრიის ელჩი საქართველოში დახვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში კანცლერი კარლ ნეჰამერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.