„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
სწორედ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი - ეს ყველაფერი, მეგობრებო, „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობასა და ქვეყნის გაერთიანებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.