,,მინდა მოგმართოთ ყველას...ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ - თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
1762584569
აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებას. საელჩოს ცნობით, ამჟამად ელჩი კელი დეგნანი ვაშინგტონში იმყოფება და ხალხს სწორედ, იქედან მიმართავს.
"მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის, ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).
ვაშინგტონში ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - წერია საელჩოს განცხადებაში.