„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს აბსოლუტური პოლარიზება, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთთან იმაზე კი არ ვკამათობდეთ ჩვენი ქვეყანა როგორ განვავითაროთ, არამედ ჩვენ ახლა გვიწევს ომის უბედურებაში გადაჩეხისგან ვიხსნათ სამშობლო, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.
„მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ეკონომიკის ჩამოშლისთვის, ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის მუშაობენ და ეს ყველაფერი ხდება გარედან დაფინანსებულად, დაორგანიზებულად და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
ეს ხიდჩატეხილობა უნდა დამთავრდეს და ყველა უნდა დავფიქრდეთ, რა არის საქართველოსთვის მთავარი. ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიზმი დამთავრდა, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბიუროკრატი თავის წარსულს ვერ ივიწყებს და თანამედროვე ბოლშევიკებს დაემსგავსნენ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.