„აქამდე რას ელოდებოდნენ?!" - წლის ყველაზე სკანდალური წყვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1757367812
„არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ აქ, ვიღაცის ნოსტალგიური სურვილების გამო, ავარევინოთ ქვეყანა და საფრთხე შევუქმნათ იმ მშვიდობიან გარემოს, რომელიც დღეს გვაქვს შექმნილი", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, თუ ვინმეს აზრად მოუვა, რომ დესტაბილიზაციის შექმნა გადაწყვიტოს ძალადობრივი მეთოდებით, კანონის წინაშე გაეცემა პასუხი.
"საბოლოო ჯამში, მათ, ბუნებრივია, არაფერი არ გამოუვათ, და თუ ვინმეს აზრად მოუვა, რომ დესტაბილიზაციის შექმნა გადაწყვიტოს ძალადობრივი მეთოდებით, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად ყოველდღიურად ძალადობენ ადამიანებზე, მათ პასუხი გაეცემათ ძალიან მარტივად კანონის მიერ.
ჩვენ გავიარეთ 90-იანები, ჩვენ გავიარეთ ორი ომი რუსეთთან, ჩვენ გავიარეთ შიდა სამოქალაქო ომი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის მშვიდობის ფასი და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ აქ, ვიღაცის ნოსტალგიური სურვილების გამო, ავარევინოთ ქვეყანა და საფრთხე შევუქმნათ იმ მშვიდობიან გარემოს, რომელიც დღეს გვაქვს შექმნილი“, - აცხადებს მაია ბითაძე.