დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
ცოტა დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე - პოლიტიკური მარათონი კი ისევ გრძელდება. დისკუსიის საგანია ოპოზიციურ სპექტრში არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.
პარტია "ლელოს" პოზიცია უცვლელია - ლიდერები სხვა ოპოზიციურ პარტიებს მსჯელობისკენ მოუწოდებენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" განსხვავებულ აზრზეა. მკაფიო განაცხადი გაკეთებული აქვს გიორგი გახარიას გუნდსაც - ისინი არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, მათი ოპონენტები საკითხზე ვერ ყალიბდებიან, რაც მათ არასერიოზულობაზე მიუთითებს.
"ჩვენი რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა უკვე მასკარადის ერთ დიდ ბუდედ. ეს ადამიანები ვერც ყალიბდებოდნენ ერთ მარტივ გზაზე, რომელიც შეეძლო ამ პარტიებს გაევლო საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით. გარდა იმისა, რომ მუდმივად ცდილობენ, დისკრედიტაცია მოახდინონ საკუთარი სამშობლოსი, ვერ ჯერდებიან, მიიღონ თუ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ ანახებს, როგორი არასერიოზული ადამიანების კრებულთან გვაქვს საქმე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ადამიანები პრაქტიკულად დღეს პოლიტიკურ სანაგვეზე არიან", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.