მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას, რამდენიმე წუთში სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
„რამდენიმე წუთში, აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი!“, - აღნიშნულია „სირცხვილიას“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნა „ქვეყნის დეოლიგარქიზაციაა“.