,,მინდა მოგმართოთ ყველას...ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ - თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
1762584569
ამ წუთებში, 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინ აქცია პერფორმანსი ,,დიდება გმირებს“ იმართება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფი ,,უკრაინაში მშვიდობისთვის“ ორგანიზებით, საქართველოს პატივს მიაგებენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს.
ასევე, საქართველოს პარლამენტის წინ განთავსდა სამძიმრის წიგნი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გააკეთოს ჩანაწერი და მიუსამძიმროს უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახებს.
სიმბოლურად წიგნი კი უკრაინის საელჩოს გადაეგზავნება.