რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე მადრიდში, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ალბერტო ფაბრას შეხვდა.
შეხვედრის დროს ალექსანდრე ტაბატაძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე.
„საინტერესო შეხვედრა მქონდა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ალბერტო ფაბრასთან. ვისაუბრეთ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ჩვენს ქვეყნებს შორის განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
შეხვედრის დროს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ სურვილი გამოითქვა და, შესაბამისად, სამომავლოდ ორმხრივი ვიზიტები დავგეგმეთ", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.