ზელენსკი კიევზე თავდასხმის შემდეგ: რუსეთი ამაყობს მოკვლის უნარით და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ერთადერთი რამ, რისი კეთებაც ამ სახელმწიფომ ნამდვილად ისწავლა

ზელენსკი

რუსეთის მხრიდან უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი მოქალაქე. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად, უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქი ლუცკიც დაიბომბა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ლუცკიზე თავდასხმის შედეგად, დაშავებულია 5 ადამიანი.

"დღევანდელი დარტყმა აშკარად დემონსტრაციული იყო. მას არანაირი სამხედრო ლოგიკა არ ჰქონდა. ყოველივე ამას, ყოველ ასეთ დარტყმას აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს ე.წ. ომის ძირითად მიზეზებთან, რომლებზეც მოსკოვი ლაპარაკობს. საქმე ისაა, რომ ისინი შეპყრობილი არიან ომით, სიძულვილითა და სხვა ერების ცხოვრების განადგურების სურვილით. ასეთების დამარცხება მხოლოდ ძალით შეიძლება - დიპლომატიის ძალით, სანქციებით, იარაღითა და ტექნოლოგიებით. რუსეთი ამით ამაყობს, ამაყობს მოკვლის უნარით და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ერთადერთი რამ, რისი კეთებაც ამ სახელმწიფომ ნამდვილად ისწავლა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.