აშშ-მექსიკის საზღვარზე, იდუმალ ადგილას, თითქმის 400 გვამი იპოვეს - რას ამბობს პოლიცია
1751562306
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში იმყოფება, სადაც დანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრება.
ზელენსკის დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი უმასპინძლებს.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას შეხვდება. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.
ფრედერიქსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის ადგილი ევროკავშირშია“ და პირობა დადო, რომ დანია ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაეხმაროს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა. კოპენჰაგენი ევროკაშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსი თვის განმავლობაში იქნება.