პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ თანამშრომლობის ახალი თავი იწყება - კირილ დმიტრიევი

პუტინი და ტრამპი

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ თანამშრომლობის ახალი თავი იწყება, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

დმიტრიევის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„აშშ-სა და რუსეთს შორის პოზიტიური თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ახალი თავი იწყება“, – წერს დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

ამასთან, დმიტრიევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც რუსული მედია წერს, წლის დასაწყისიდან ეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მეექვსე სატელეფონო საუბარი იყო.