ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
1750697563
,,ჩვენ მარტო ვრჩებით საკუთარი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად იბრძოლოს ჩვენთან ერთად? ასეთს ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად მისცეს უკრაინას NATO-ში შესვლის გარანტია? ყველას ეშინია“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
,,დღეს მოსკოვიდან გავიგეთ, რომ მათ ლაპარაკი სურთ. მათ სურთ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე ლაპარაკი.
მე ყველა ჩვენ პარტნიორს ვეუბნები: ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ვეკითხები: ჩვენთან ხართ? ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენთან არიან, მაგრამ ალიანსში ჩვენს მისაღებად მზად არ არიან.
მე ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს ვკითხე , იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში, ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. ჩვენ არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია ველაპარაკოთ რუსეთს ყველაფერზე: უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენ ქვეყანაში და ნეიტრალურ სტატუსზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ NATO-ში), მაგრამ რა გარანტიები გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ გარანტიებს?“, - თქვა ზელენსკიმ.