მანჩესტერის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
34 წუთის წინ
უკრაინის 93-ე მოტორიზებული ბრიგადის მეომრებმა სუმის ოლქში, ტროსტიანეცში, რუსული საოკუპაციო ძალების კუთვნილი 2S19 „Msta-S“-ის საარტილერიო დივიზია გაანადგურეს.
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია YNIAN-ი Telegram არხზე ავრცელებს.
"მტერმა იარაღი რკინიგზის სადგურის მოედანზე სუმის ოლქში დაყარა. ოკუპანტის ტექნიკაზე დარტყმა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის სერიოზული ზიანის მიყენება არ იყო იოლი საქმე. თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს მათთან გამკლავება.
Msta-S ჰაუბიცები რუსეთის არმიის მიერ საარტილერიო დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენება.