თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1746641766
8 მარტს კრემლში ტრადიციული საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე პუტინის მხარდამჭერი ვარსკვლავები იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ წარმოშობით ქართველები: სოსო პავლიაშვილი და დიანა ღურწკაია.
კონცერტი ტელეარხმა NTV.RU-მ 8 მარტის დილის ეთერში გაუშვა. ვიდეო YouTube-ზეც ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ 2 დღით ადრე გამოქვეყნებულ აფიშაში კონცერტში სახელწოდებით „ვარსკვლავები საყვარელი ქალისთვის“ მონაწილეობა უნდა მიეღოთ ასევე „ა სტუდიოს“, რომლის სოლისტიც ქეთა თოფურიაა და თამარ გვერდწითელს. თუმცა, კადრებიდან ირკვევა, რომ ისინი სცენაზე არ მდგარან.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1746641766