„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჭრილია 362 ბავშვი.
გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ციფრები ზუსტი არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.