რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაძლოა, გავიდნენ სევეროდენცკიდან, რათა თავიდან აირიდონ ალყაში მოხვედრა, – აღნიშნულის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„რუსები უახლოეს დღეებში ლუგანსკის რეგიონის აღებას ვერ შეძლებენ, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ. ჩვენ გვეყოფა ძალები და საშუალებები თავდაცვის შესანარჩუნებლად, თუმცა იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ალყაში, არ არის გამორიცხული, რომ უკან დახევა მოგვიწიოს“, – განაცხადა გაიდაიმ.
მისივე თქმით, სევეროდონეცკი არ არის მოწყვეტილი და ბრძოლები გრძელდება ქალაქის მიდამოებში. გაიდაი აცხადებს, რომ რუსები სასტუმრო „მირის“ და ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139