„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინელმა არტილერისტებმა ჩერნიგოვის რეგიონში რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის საწყობი და 10 საწვავის ავზი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩერნიგოვის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი და 10-ზე მეტი საწვავის ავზი შეხვდნენ ლანდშაფტის დიზაინერებს. ჩვენი არტილერია მუშაობს ლამაზად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის რეგიონში, ასევე, რუსული ბომბდამშენი სუ-34 გაანადგურეს.