რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1749820620
12 ივნისს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა. ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ წერს.
„ქართული ლეგიონის“ ცნობით, დემეტრე დარჩია დაიღუპა ბაზაზე განხორციელებული დივერსიის, აფეთქების შედეგად.
„აღნიშნული კარგად დაგეგმილი ქმედება იყო, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. „რუსეთის დღეს“, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ვიცით.
ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.
სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“ – წერს „ქართული ლეგიონი“ ფეისბუქზე.