უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

უკრაინა

რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე იერიში განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ცნობილია, თავდასხმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იური სლიუსარი.

„ხანძარი რკინიგზის სადგურზე გაჩნდა, სამგზავრო მატარებელი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში 45 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული“, – განაცხადა სლიუსარმა.