1746474873
უკრაინამ 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი Kirpi მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია უკრაინისთვის ამ ჯავშანტრანსპორტიორების კიდევ ერთი პარტიის, 150 ერთეულის მიწოდება.
„ჩვენს სამხედროებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტიორები BMC Kirpi გადაეცა“, – აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.