ნახეთ ქუჩები, სადაც წყალი 14 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1781723024
ტროსტიანეცში, ელექტრიკოსთა ოპერატიული ჯგუფი მტრის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მათივე ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ელექტრიკოსთა ჯგუფი ქალაქთან ახლოს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
გამოცემის ცნობით, სუმის რეგიონი ამ დროისთვის უსაფრთხო არ არის. ტერიტორიის გასასუფთავებლად მაშველები მუშაობენ.