„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საუდის არაბეთის გვირგვინის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მას უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შუამავალობა სურს. ამის შესახებ BBC წერს.
კერძოდ, მან უკრაინის ლიდერს განუცხადა, რომ სამეფო უკრაინელი ტურისტებისა და რეზიდენტებისთვის ვიზებს, რომლებსაც ვადა ეწურება, კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივებს.
მედიის ცნობით, პრინცს სწორედ პუტინმა დაურეკა. საუბრის ინტერპრეტაციაში კრემლმა თქვა, რომ მხარეებმა "განიხილეს ენერგეტიკის საკითხები და გადაწყვიტეს გააგრძელონ ნავთობის მოპოვებისადმი მიდგომების კოორდინაცია, როგორც OPEC+ ალიანსის მთავარი პარტნიორები".
მუჰამედ ბინ სალმანმა მედიას განუცხადა, რომ ზელენსკი და პუტინი კონფლიქტის „პოლიტიკური გადაწყვეტის“ ერთგულები არიან.