სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებზე გეგმავს შეტევას - მედია

თავდასხმა

სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებზე გეგმავს შეტევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის პასუხი მომდევნო დღეებშია მოსალოდნელი და ეს იქნება მასშტაბური, სასტიკი თავდასხმა.

პარალელურად, „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი მაიკლ კოფმანი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სცადოს შურისძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე, რეგიონული სადაზვერვო სამსახურების შენობებსა და უკრაინის თავდაცვის წარმოების ცენტრებზე.

ამერიკის შეერთებული შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო მუქარა ჯერ სერიოზულად არ განხორციელებულა და, სავარაუდოდ, ეს მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი დარტყმა იქნება.