რუსეთმა უკრაინას კიდევ 1 200 გარდაცვლილის ცხედარი გადასცა

ცხედრების გადაცემა

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1 200 გარდაცვლილის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. მანამდე კი კიევმა და მოსკოვმა ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს.

როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხებში საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რეპატრირებულ ცხედრებს იდენტიფიკაციის მიზნით ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

2 ივნისს, სტამბოლში მოლაპარაკებებისას რუსეთი უკრაინას 6 ათასამდე ცხედრის გადაცემას დაჰპირდა. 11 ივნისიდან მოსკოვმა კიევს 4 812 ცხედარი უკვე გადასცა.