რუსეთმა დნიპრო დაბომბა - არის მსხვერპლი

დნიპრო

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი დნიპრო დაბომბა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

იერიშის სამიზნეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საწარმო და ავტომობილები მოექცა, გაჩნდა ხანძარი, დაშავდა ოთხი მოქალაქე.

მოგვიანებით მტერმა არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. სახლი დაინგრა, ხოლო ნანგრევებში 56 წლის ქალბატონი მოყვა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.