რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც ზელენსკი წერს, საუბრისას ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, რუსებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება.
ზელენსკიმ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„უკრაინა, საფრანგეთი და სხვა პარტნიორები მზად არიან, რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაონ რეალური მშვიდობისთვის. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება. ყველას გვჭირდება ომის რეალური დასრულება, ასევე უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საიმედო საფუძველი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.