რუსეთის სამიზნე გასულ ღამით ქალაქი კონსტანტინოვკა გახდა, ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი საცხოვრებელ უბნებს გაუხსნეს - დაიღუპა 9 ადამიანი

კონსტანტინოვკა

რუსეთის სამიზნე გასულ ღამით დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კონსტანტინოვკა გახდა. ოკუპანტებმა საცხოვრებელ უბნებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 9, დაშავებულია 7 ადამიანი. განადგურებულია მრავალსართულიანი შენობები, კერძო საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტები.

მთავრობა მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამით, ქვეყნის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით, რუსეთის ძალებმა ასობით დრონი და ათობით რაკეტა გაუშვეს.

მასირებული კომბინირებული დარტყმა იყო ქვეყნის დასავლეთით მდებარე რეგიონებზე. აფეთქებებია კიროვოგრადის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში.