ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
რუსეთი უკვე 50 დღეზე მეტია უგულებელყოფს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ, საჭიროა ბიძგი დიპლომატიისთვის და აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, შეთავაზებებს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ რუსეთი ახალი დაბომბვით პასუხობს.
„უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი უგულებელყოფს ამერიკის შეთავაზებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. იყო ჩვენი შეთავაზებებიც – სულ მცირე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე უარის თქმა და ცაში, ზღვაზე და მიწაზე ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტა. რუსეთი ამ ყველაფერს პასუხბოს ახალი დაბომბვით, ახალი შეტევებით.
სწორედ ამიტომაა საჭირო დიპლომატიის საგრძნობი ბიძგი. საჭიროა რუსეთზე შემდგომი ზეწოლა, რომელიც აიძულებს მას ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას. რაც უფრო ეფექტიანი იქნება სანქციები, მით მეტი სტიმული ექნება რუსეთს ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, რაც უფრო მეტი ადამიანის გადარჩენას შევძლებთ, მით უფრო სწრაფად შევძლებთ გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად ოდესაში გრძელდება სახლის ნანგრევების გაწმენდა, რომელზეც რუსული დრონით დარტყმა განხორციელდა.
„ღამით ოდესაზე 21 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმა. სამწუხაროდ არიან დაღუპულები. ასევე თავდასხმის სამიზნე იყო კიევის, სუმის ოლქები, კროპივნიცკის რაიონი, ხარკოვის, ჩერკასის ოლქები“, – წერს ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 170 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 100-მეტი „შაჰედის“ ტიპის აპარატი იყო.