ვინ არის და რას საქმიანობს მარიამ შენგელიას რჩეული
1778874991
რუსეთი გეგმავს დაარტყას პრეზიდენტის ოფისს კიევში და პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციას კონჩა-ზასპაში, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი მიზანში ჯამში ორ ათეულამდე „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს“ ამოიღებს, მათ შორის სამთავრობო შენობებსა და სამხედრო სამეთაურო პუნქტებს.
ერთ-ერთი დოკუმენტი შეიცავდა ამ ობიექტების კოორდინატებს, ისევე როგორც კიევის ცენტრში მდებარე სამი მიწისქვეშა თავშესაფრის მონაცემებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ინფორმაცია მხედველობაში მივიღეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და აწარმოოს მოლაპარაკებები ღირსეულ მშვიდობაზე, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინის დასაშინებლად ახალი გზები ეძებოს“, - დასძინა მან.