იუსტიციის სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაჯაროებს
1746518607
უკრაინული მედია გამოცემა NEXTA LIVE-ი Telegram არხზე რუსეთში შედგენილ შავ სიას აქვეყნებს, სადაც ის მომღერლები და მუსიკოსები არიან მოხსენიებულნი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარს არ უჭერენ.
შავ სიას თან რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის შესაბამისად დადგენილი ნორმები ახლავს, რომლებიც რუსმა არტისტებმა დაარღვიეს.
ამ სიაში ერთი ქართველი მომღერალიცაა, ის ვალერი მელაძეა. მასთან ერთად ამავე შავ სიაში "საპატიო" ადგილს კონსტანტინე მელაძის ცოლი - ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი ვერა ბრეჟნევაც იკავებს.
ასევე ნახეთ - პუტინის მთავარი პროპაგანდისტის მუქარა NATO-ს