სპეციალური ბრიფინგი სუსში - დაკავებულია ორი პირი
1762499514
პენტაგონის განცხადებით, რუსეთის მიერ თავის თავზე აღებული ე.წ. საშობაო ზავის შემდეგ, რუსეთმა უკრაინა დაბომბა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლორა კუპერმა აღნიშნა, 6 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საომარი მოქმედებები არ შეუჩერებია.
კუპერმა პუტინის განცხადებას „პროპაგანდისტული ხრიკი“ უწოდა.
ცნობისთვის, ე.წ. საშობაო ზავის მიხედვით, 36 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინაში ცეცხლი არ უნდა გახსნან. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთია პუტინის პირობა, რომელიც მან გვიან ღამით დადო და დღესასწაულით ახსნა, საშობაო ზავის ინიციატივა პატრიარქ კირილს ეკუთვნოდა.