იუსტიციის სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაჯაროებს
1746518607
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ საფრანგეთმა ფულსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს, ამის შესახებ მან BFM TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვესმის, რომ რუსული ელიტა ისვენებს საფრანგეთში. ყველას სმენია რუსული ფულის, ოლიგარქების ბიზნესის გავლენაზე საფრანგეთზე, მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა აირჩიონ ბიზნესი, ფული თუ ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მაკრონმა ჯო ბაიდენი სიტყვა "გენოციდის" გამოყენებისთვის გააკრიტიკა. ამასთან, მაკრონი თავს იკავებს უკრაინაში ჩასვლისგან, ზელენსკიმ ის უკრაინაში 17 აპრილსაც მიიწვია.