„თუ მკერდი მტკივა, ეს ყოველთვის საშიშია?“ – მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
1775162211
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს.
„დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ვარშავაში მიმიღო. მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა. პოლონეთი მზადაა, უკრაინას მეტი ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ეჭვგარეშეა, რომ ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდება“, - წერს კულება.