ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - BBC
1746565193
ოდესის რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 3 რაკეტა და 5 ირანული "მოპედი" ჩამოაგდეს.
როგორც ამავე უწყებაში იტყობინებიან, საჰაერო თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება, საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, 6 რაკეტა ჩამოაგდეს კიევის რეგიონში. ორი - ზდვიჟევკასა და ბოროდიანკას შორის, ხოლო 4 - სოფლების სინიაკისა და გავრილოვკის მახლობლად. ბუჩანსკის მერის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რაკეტების ფრაგმენტები ტყეში ჩავარდა.
ცნობისთვის, ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკში.