კიტ კელოგი უკრაინაში 14 ივლისს ჩავა

კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში 14 ივლისს ჩავა. ამის შესახებ უკრაინული მედია კიტ კელოგზე დაყრდნობით წერს.

როგორც კიტ კელოგმა აღნიშნა, ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდება.

„ჩვენ კიევში ორშაბათს ვიქნებით, იქ ერთი კვირის განმავლობაში ვიქნებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-მა პირველად მიიღო მონაწილეობა 10 ივლისს „მსურველთა კოალიციის“ შეხვვედრაში, რომელსაც კიტ კელოგის გარდა, ესწრებოდნენ სენატორები – ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენტალიც.