ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
„გაზპრომის განცხადება პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს რუბლის გადახდაზე, არის რუსეთის მცდელობა, დააშანტაჟოს ევროკავშირი გაზით“,- ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ეს არის გაუმართლებელი და მიუღებელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას. ჩვენ მზად ვართ ასეთი სცენარისთვის. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ყველა წევრ სახელმწიფოსთან. ვმუშაობთ ალტერნატიული მიწოდებისა და საუკეთესოს უზრუნველსაყოფად“, - წერს იგი.
ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს საგანგებო გეგმები სწორედ ასეთი სცენარისთვის: „გაზის საკოორდინაციო ჯგუფი ახლა იკრიბება. ჩვენ ვგეგმავთ ევროკავშირის კოორდინირებულ რეაგირებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად“.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ იგი გააგრძელებს მუშაობას ევროპულ და მსოფლიო ლიდერებთან ევროპაში ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764