ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ესპანეთში კოვიდ-19-ის ტესტები აფთიაქში მაქსიმუმ 2,94 ევროდ გაიყიდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ესპანეთის მოქალაქეს შეუძლია ტესტი 22 ათას აფთიაქში შეიძინოს. ფასი წამლის ფასების რეგულირების უწყებათაშორისმა კომისიამ (CIPM) დაადგინა
ესპანეთი დღემდე იმ ევროპული ქვეყნების რიცხვში იყო, სადაც ტესტების ფასი ყველაზე მაღალია, კერძოდ, ესენია: იტალია, ბელგია და ნიდერლანდები, სადაც ანტიგენის ტესტების ფასი 5-იდან 10 ევრომდე მერყეობს, თუმცა დღესასწაულების პერიოდში ზოგ ადგილას 12 ევროს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთი აპირებს შეცვალოს კოვიდ-19-ის მონიტორინგის სისტემა და შემთხვევები ისევე აღრიცხოს, როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს, რაც ნიშნავს, რომ ესპანეთის მთავრობა აპირებს კოვიდ-19-ს მიუდგეს, როგორც „ენდემურ დაავადებას“ და არა, როგორც პანდემიას.