ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ, რათა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდეს უკრაინის საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გამართვა, რომლის მიზანიც შეხების ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ელისეს სასახლე ავრცელებს.
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ გამართეს. ელისეს სასახლის ცნობით, ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებული კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავლის ძიების გზებზე ისაუბრეს, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროები და ნორმანდიული ფორმატის პოლიტიკური მრჩევლები.
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ ესაუბრა უკრაინის ლიდერს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს
„ჩვენ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას ვემხრობით და მხარს ვუჭერთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის დაუყოვნებლივ მოწვევასა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ აღდგენას“, – წერს ზელენსკი.