„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინაში, 10 ოქტომბერს დაღუპული მებრძოლის ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი.
დაკრძალვამდე, სიმბოლურად, დაწვეს რუსეთის დროშაც, რომელიც ცხედრის ჩამოსვენებიდან სახლის ზღურბლთან ეფინა.
44 წლის მებრძოლი ხერსონის ოლქში აფეთქებას 10 ოქტომბერს ემსხვერპლა.
კვარაცხელია სამშობლოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს.
მას საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით კრძალავენ.

ავტორი: თეა შონია