რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას ნამდვილად შეუძლია გამარჯვება. ამის შესახებ პრემიერმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, უკრაინას ნამდვილად შეუძლია გამარჯვება. ეს ადვილი არ იქნება. გარკვეული თვალსაზრისით, პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია, რადგან ვფიქრობ, რომ მას, ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ.
პუტინს სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა. მას არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა. მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.