ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
სენატში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი აცხადებს, რომ მისი 70-ზე მეტი კოლეგა მზადაა, ხმა მისცეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ „დამანგრეველ“ სანქციებს და გიგანტურ ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან, - ამის შესახებ გამოცემა „Bloomberg“-ი იუწყება.
„აშშ-ის სენატის 72 წევრი მზადაა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ ახალი „დამანგრეველი“ სანქციების შესახებ, ასევე, უზარმაზარი გადასახადების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ენერგორესურსებს და სხვა პროდუქტებს, თუ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი კვლავაც თავს არიდებს სერიოზულ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე“, - აცხადებს ლინდსი გრეჰემი.
გამოცემის მიერ განხილული დოკუმენტის თანახმად, სანქციები მოიცავს 500%-იან გადასახადს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ.
მისი თქმით, პროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც საკმარის მხარდაჭერას მიიღებს.
„მინდა ომის დასრულება სამართლიანი და მოლაპარაკებების გზით. ვფიქრობ, ტრამპი ამის მისაღწევად საუკეთესო ადამიანია. თუმცა, ეს სანქციები ასახავს პოზიციას, რომ სენატი რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს“, - დასძინა გრეჰემმა.
მან აღნიშნა, რომ პუტინის მხრიდან „ძალიან დიდი შეცდომა“ იქნებოდა ტრამპის მოტყუება.
მისი აზრით, პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის „განადგურებას“ შორის.