„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა რუსული Yandex.Navigator სერვისი გატეხა. ახლა აპლიკაცია „ლაპარაკობს" უკრაინელი დრამატურგის და მხატვრის, ლეს პოდერვიანსკის ხმით. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა განახორციელეს თავდასხმა და წაშალეს წვდომა ყველა კლიენტის მოწყობილობაზე, რომლებზეც აპლიკაცია იყო დაინსტალირებული. გარდა ამისა, მათ ამოიღეს ხმოვანი ასისტენტების ყველა ვერსია. ამის ნაცვლად, ჰაკერებმა დააინსტალირეს ახალი ხმის მოდული.
ახლა ჩვეულებრივი ხმოვანი ასისტენტის ნაცვლად, რუსები უკრაინელი დრამატურგის გინებას უსმენენ.
Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე ჰაკერებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ინფორმაციაზე და არც Yandex.Navigator-ზე თავდასხმა დაუდასტურებიათ.