რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
აპრილში პუტინის არმიამ უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. დროა, პუტინმა გააცნობიეროს საკუთარი წარუმატებლობა, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკაში კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება.
„აპრილში ვლადიმერ პუტინის არმიამ უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება. დროა, კრემლმა გააცნობიეროს საკუთარი წარუმატებლობა და დაასრულოს გაუმართლებელი, დამანგრეველი აგრესიული ომი“, – წერს ჟან-ნოელ ბარო.