ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება
1753139978
თურქეთში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
რუსტემ უმეროვი, რომელიც აქამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ დანიშნა.
„მას დავავალე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის ფორმირება. დელეგაციას უხელმძღვანელებს რუსტემ უმეროვი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ უკრაინის დაზვერვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კიევი მზად არის, მაქსიმალურად ნაყოფიერად იმუშაოს ტყვეების გასათავისუფლებლად, გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად, მკვლელობების დასასრულებლად და ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად ამ ომის რეალური დასრულებისთვის.
„ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად გამჭვირვალეა. უკრაინას არ სურდა ომი და ის სწორედ რუსეთმა უნდა დაასრულოს, რომელიც თავადვე დაიწყო“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მოდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება.