ზელენსკი: ორბანი ვერ შეძლებს უკრაინის ევროკავშირისკენ მოძრაობის შეჩერებას

კი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი ვერ შეძლებს უკრაინის ევროკავშირისკენ მოძრაობის შეჩერებას.

„რუსებმა ვერ შეძლეს ეს. მას ჰგონია, რომ თუ ეს ნახევარი წლით ან სხვა რაიმე ვადით დაგვიანდება, ეს უკრაინას შეაჩერებს? არა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, უკრაინა უნგრეთის მიმართ მტრულად არ არის განწყობილი.

„ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უნგრელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ უნგრელი ლიდერის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დიპლომატები, როდესაც ჩვენზე ასეთ რამეებს ამბობენ ან რიტორიკით, დიპლომატიით თუ სხვა ნაბიჯებით ეხმარებიან რუსეთს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.