1754068974
ყოფილი სპეციალური პროკურორის მოხსენების განსაიდუმლოებულ დანართში გამოაშკარავდა ჯორჯ სოროსის სავარაუდო კავშირები Russiagate-ის საქმესთან - Fox News

სანდო უცხოური წყაროების თანახმად, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ FBI და ობამას ადმინისტრაცია მონაწილეობას იღებდნენ ტრამპი-რუსეთის კავშირების ნარატივის გავრცელებაში - მანამდე, ვიდრე ბიურო გამოძიებას დაიწყებდა - სავარაუდოდ, კავშირში იყვნენ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდთან“, - წერს Fox News-ი განსაიდუმლოებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
სენატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული, ყოფილი სპეციალური პროკურორის, ჯონ დარემის მოხსენების დანართი შოკისმომგვრელ ნათელს ჰფენს იმას, რასაც კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაკ გრასლი „ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ სკანდალად“ მოიხსენიებს.
დოკუმენტის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, წყაროებმა Fox News-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია მოხსენების დანართის შინაარსის ნაწილზე. მათ შორის ის, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია სანდო უცხოური წყაროებიდან, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ FBI როლს თამაშობდა ტრამპი-რუსეთის შეთქმულების ნარატივის გავრცელებაში, ვიდრე ბიურო დაიწყებდა თავის სკანდალურ გამოძიებას.
დანართი ცხადყოფს, რომ უცხოური წყაროები სავარაუდოდ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდებთან“ (Open Society Foundations) იყვნენ დაკავშირებული.